დაპირისპირება ერევანში

ერევანში პოლიციის შენობაში შეჭრილმა ამბოხებულებმა მძველები გაათავისუფლეს

bbc.com

ერევანში პოლიციის შენობაში შეჭრილმა ამბოხებულებმა მძველები გაათავისუფლეს. საუბარია ორ ექიმზე, რომლებიც დაჭრილი აქტივისტების დასახმარებლად შენობაში 4 დღის წინ შევიდნენ. მძევლები აქტივისტებმა გუშინ მომხდარი სროლის შემდეგ გაათავისუფლეს.

ერევანში პოლიციის შენობაში გამაგრებულმა ამბოხებულებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. ორმხრივ სროლას ერთი სამართალდამცველი ემსხვერპლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არეულობის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. სამართალდამცავებმა შეტაკების შედეგად ასზე მეტი ადამიანი დააკავეს. 

შეიარაღებული ჯგუფი შენობაში 17 ივლისს შეიჭრა. შეიარაღებული პირების, რომლებიც მოძრაობა „სასუნის გმირების" წევრები არიან, მთავარი მოთხოვნა ოპოზიციის ლიდერის, ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლება და მთავრობის გადადგომაა. 

სეფილიანი ოპოზიციურ ჯგუფ „დამფუძნებელი პარლამენტის" დამაარსებელია. სამართალდამცველებმა სეფილიანი 20 ივნისს, 6 სხვადასხვა პირთან ერთად დააკავეს. სომხეთის შსს-ს ცნობით, სეფილიანი შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ერთად, შენობების, ტელეკომუნიკაციის საშუალებებისა და ერევნის სატელევიზიო ანძის დაკავებას აპირებდა. მათივე ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციას პროვოკაციის გზით გეგმავდა. სამართალდამცავებმა მას ჩხრეკისას უკანონო იარაღი ამოუღეს.

კომენტარები