საკონსტიტუციო საასამართლო

ტურავა: ჩემთვის ზეწოლის შესახებ არავის არაფერი უთქვამს

constcourt.ge

დღეს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა მივიდა. უწყებაში შესვლამდე მან თქვა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ პირველად მედიიდან შეიტყო და ამ საკითხზე სასაუბროდ არასდროს შეკრებილა პლენუმი. მისივე თქმით, განცხადების საჯაროდ გაკეთებამდე, სასამართლოს შიგნით უნდა ემსჯელათ.

"პლენუმის წევრებს არ გვქონია შეხვედრა და არ მიგვინიჭებია მანდატი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის, რომ მას ასეთი საჯარო განცხადებით, ბრალდებით მიემართა სხვადასხვა ორგანოსთვის. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს, რომლებმაც გუშინ განაცხადეს, რომ ამის შესახებ პლენუმის ფორმატში იყო მსჯელობა, ჩემთვის ეს ფაქტი უცნობია. არც მოსამართლეებთან ინდივიდუალური საუბრის დროს, არც პლენუმის ფორმატში, არც სხვაგვარი შეხვედრებისას, ჩემი თანდასწრებით ყოველ შემთხვევაში, არასდროს ყოფილა საუბარი არცერთ მოსამართლეზე განხორციელებული რაიმე ზეწოლის შესახებ. ჩემს კოლეგებსაც ვკითხე და დამიდასტურეს, რომ არავითარი საუბარი არ ყოფილა. პირადად მე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, პრესითა და მასმედიით არ უნდა ვიგებდე. მსჯელობა უნდა გამართულიყო", - თქვა მერაბ ტურავამ.

მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა განცხადება 21 ივლისს გააკეთა.

კომენტარები