პაპი ფრანცისკე პოლონეთში

პაპი ფრანცისკე ოსვენციმის ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში ილოცებს

წარწერა მთავარ შესასვლელში: მუშაობა ათავისუფლებს
AFP

რომის პაპი ფრანცისკე, ქალაქ ოსვენციმის ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში (აუშვიც-ბირკენაუ) ილოცებს.

საკონცენტრაციო ბანაკში, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა 1.1 მილიონი ადამიანი წამებით მოკლეს. დაღუპულთა დიდი ნაწილი ებრაელი იყო.

ამის შემდეგ, პაპი ფრანცისკე საკონცენტრაციო ბანაკიდან გადარჩენილ ადამიანებს შეხვდება და ასევე, შეხვდება იმ პოლონელებს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად, ებრაელებს ნაცისტებისგან დამალვაში ეხმარებოდნენ.

პაპი ფრანცისკე პოლონეთში ქვეყნის მიერ ქრისტიანობის მიღებიდან 1050 წლისთავის აღსანიშნავად იმყოფება და ის იქნება მესამე რომის პაპი, რომელიც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მთავარი ჭიშკრიდან შევა. ჭიშკრიდან, რომელიც ცნობილია თავისი წარწერით - Arbeit Macht Frei (შრომა ათავისუფლებს).

პაპი ფრანცისკე, განსხვავებით თავისი გერმანელი და პოლონელი წინამორბედებისგან, ოსვენციმში მომხდარ საშინელებებზე საუბარს არ გეგმავს, ამის ნაცვლად ის ილოცებს და მდუმარედ დაათვალიერებს ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკს.

კომენტარები