ვასილ რევიშვილი

თავისუფალი დემოკრატების წევრი ვასილ რევიშვილი აქტიური პოლიტიკიდან წავიდა

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკური გუნდის წევრი ვასილ რევიშვილი აქტიური პოლიტიკიდან წავიდა. რევიშვილი თავის წასვლას ბიზნესსაქმიანობას უკავშირებს, ის ამ დროისთვის თიბისი ბანკის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელია. მისი პროექტი ბანკის დეპოზიტარებს მაღალი საპროცენტო განაკვეთების გენერირების საშუალებას აძლევს. ტაბულასთან საუბარში რევიშვილი ამბობს, რომ მას არც თავისუფალი დემოკრატების ახალი ეკონომიკური პროგრამის შექმნაში მიუღია მონაწილეობა. შეგახსენებთ, თავისუფალი დემოკრატების უკანასკნელ დაპირებას ქვეყანაში 300-ლარიანი პენსიის და 500-ლარიანი მინიმალური ხელფასის დაწესება წარმოადგენს. 

რევიშვილი წლების მანძილზე ჟენევასა და ლონდონში მსხვილ საინვესტიციო ფონდებში მუშაობდა, ამჟამად ის თიბისი ბანკის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელია. 

კომენტარები