თავდასხმა იაპონიაში

იაპონიაში შშმ პირთა ცენტრზე თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა

EPA

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოდან დასავლეთით, ქალაქ საგამიჰარაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრზე დანით თავდასხმის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.

დაღუპულთა შორის 9 კაცი და 10 ქალია, რომელთა ასაკიც 18-დან 70 წლამდე მერყეობს. მკვლელობის მოტივი უცნობია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებული 26 წლის თავდამსხმელი, აღნიშნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელია. დაკავებულის თქმით, მას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების "გაქრობა" სურდა.

როგორც BBC წერს, იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული ქვეყანაა და მსგავსი თავდასხმები იქ საკმაოდ იშვიათად ხდება. მეტიც, ადგილობრივმა პრესამ ეს თავდასხმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიაში მომხდარი მასობრივი მკვლელობებიდან ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურად მოიხსენია.

კომენტარები