ზეწოლა ინსტიტუციებზე

მელაძე: საფრთხე თუ რეალობაა, რომ საბჭოთა კავშირი კვლავ არსებობს ჩვენ გარშემო

[ზეწოლაზე განცხადებები] დროში უკან გადასვლის ასოციაციას მიჩენს. შეიძლება, 90-იანების დასაწყისის პარალელები ნახოთ, საბჭოთა კავშირისგან ახალგათავისუფლებული სახელმწიფოს პრაქტიკა - მაგალითად, 1993 წელს რუსეთში არ მოსწონთ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და ჩამოართვეს მანქანა, 1995 წელს ბულგარეთში არ მოსწონთ და ცდილობენ, სასამართლოს შენობა ჩამოართვან. რაც ხდება დღეს, ჩემი აზრით, ძალიან სამწუხარო ფაქტია და ისეთ სახელმწიფოსთან პარალელის გავლებისკენ გვიბიძგებს, რომელიც ახლა ფორმირდება და გამოდის საბჭოთა მემკვიდრეობიდან. სამწუხაროდ, დღევანდელმა დღემ გააცოცხლა საფრთხე, რისკი თუ რეალობა, რომ საბჭოთა კავშირი ჯერჯერობით ამ ადამიანების სახით კვლავ არსებობს ჩვენ გარშემო, თუნდაც განცხადება რად ღირს, რომ "პრეზიდენტს ზედმეტი მოუვიდა" - ასეთი პასუხია კრიტიკაზე.

იურისტი გიორგი მელაძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები