ზეწოლა ინსტიტუციებზე

პროკურატურა: შოთაძე მზადაა, პრეზიდენტსა და საკონსტიტუციოს თავმჯდომარეს შეხვდეს

pirveliradio.ge

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზეწოლასთან დაკავშირებული განცხადებებზე ინფორმაციის მისაღებად შეხვდეს.

"საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადყოფნას გამოთქვამს, დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუყოვნებლივ ან მისთვის მისაღებ დროს შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მის მიერ დღეს საჯაროდ გაკეთებული განცხადების ირგვლივ.

საქართველოს მთავარი პროკურორი ასევე მზადყოფნას გამოთქვამს დაუყოვნებლივ ან მისთვის მისაღებ დროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შესახვედრად, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

შეხვედრების შესახებ მთავარი პროკურატურის ადმინისტრაცის მიერ უკვე ეცნობათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

იხილეთ ზეწოლაზე პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები.

კომენტარები