პრეზიდენტზე ზეწოლა

TV პირველი: ჩხრეკა პრეზიდენტის შვილის სახლში ჩატარდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, ჩხრეკა პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილისა და მისი ქმრის, გიგი ჩიჩუას სახლში ჩატარდა მას შემდეგ, რაც ჩიჩუა ქუჩაში გააჩერეს.

გიორგი მარგველაშვილმა მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, ვისზე საუბრობდა. "გააჩერეს ქუჩაში და შემდეგ მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა. ყოველგვარი სასამართლოს დადგენილების გარეშე, იმედით, რომ ამას რაღაც მოჰყვებოდა. ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ იყო. იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის სწორედ ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა", - თქვა პრეზიდენტმა.

 

შესწორება, 18:12: ინფორმაცია არ დადასტურდა. შსს-ს ცნობით, საქმე "პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მამაკაცს" ეხება.

კომენტარები