თავდასხმა გერმანიაში

კაცი, რომელმაც გერმანიაში ერთ-ერთ ბართან თავი აიფეთქა, სირიელი მიგრანტი იყო

EPA

მამაკაცი, რომელმაც გერმანიაში, ქალაქ ანსბახის ერთ-ერთ ბართან თავი აიფეთქა, 27 წლის სირიელი მიგრანტი იყო. მან თავი ბართან აიფეთქა მას შემდეგ, რაც იქვე მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე დასწრებაზე უარი უთხრეს.

ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ერთი წლის წინ თავდამსხმელს უარი უთხრეს თავშესაფარზე. ამის შემდეგ მან ორჯერ სცადა თვითმკვლელობა.

მომხდარის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, აქედან სამის მდგომარეობა მძიმეა. გარდაცვლილი სხეული, რომელიც ადგილზე იპოვნეს, თავად თავდამსხმელის აღმოჩნდა.

ცნობისათვის, გუშინ გერმანიაში, ქალაქ როიტლინგენში 21 წლის მიგრანტი მოქალაქეებს დანით თავს დაესხა და ერთი ადამიანი მოკლა, 23 ივლისს მიუნხენის სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმას 9 ადამიანი ესმხვერპლა, 19 ივლისს კი სამხრეთ გერმანიაში მატარებელში მომხდარი თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები