თავდასხმა გერმანიაში

გერმანიაში, ერთ-ერთ ბარში აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი

EPA

გერმანიაში, ქალაქ ანსბახის ერთ-ერთ ბარში აფეთქება მოხდა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია სულ მცირე 11 ადამიანი.

ქალაქის მერის განცხადებით, აფეთქება ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით კი, აფეთქება, სავარაუდოდ, წინასწარ განზრახული იყო.

ცნობისათვის, დღეს გერმანიაში 21 წლის მიგრანტი მოქალაქეებს თავს დაესხა და ერთი ადამიანი მოკლა, 23 ივლისს მიუნხენის სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმას 9 ადამიანი ესმხვერპლა, 19 ივლისს კი სამხრეთ გერმანიაში მატარებელში მომხდარი თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები