თავდასხმა გერმანიაში

გერმანიაში 21 წლის სირიელი მიგრანტი მოქალაქეებს დანით თავს დაესხა

Twitter/KolHaolam

გერმანიაში, ქალაქ როიტლინგენში 21 წლის სირიელი მიგრანტი მამაკაცი მოქალაქეებს დანით თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი დაშავდა.

თვითმხილველის თქმით, სირიელი მამაკაცი მოქალაქეებს თავს მას შემდეგ დაესხა, რაც მასსა და ქალბატონს შორის შელაპარაკება მოხდა.

გერმანიის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ავტობუსის გაჩერებასთან დააკავეს. პოლიციისვე ინფორმაციით, იგი მარტო მოქმედებდა, თუმცა არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ გერმანიაში მანამდე მომხდარ ინციდენტებში მონაწილეობდა.

ცნობისათვის, 23 ივლისს მიუნხენის სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმას 9 ადამიანი ესმხვერპლა, 19 ივლისს კი სამხრეთ გერმანიაში მატარებელში მომხდარი თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები