ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნიანში ყაჩაღობა მოხდა. კაბალის მკვიდრ მამაკაცს ორი პირი თავს დაესხა, ფიზიკურად გაუსწორდა და თანხაც გასტაცა.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება 179-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.
პოლიციამ ორი პირი უკვე დააკავა.