არჩევნები 2016

ჟორჟოლიანი: ნარჩემაშვილმა დაადასტურა, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა

კობა ნარჩემაშვილი გახლავთ ჩვენი პარტიის, სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელი. არა მარტო ბატონი კობა, არამედ ჩვენი სხვა წარმომადგენლებიც ქართულ ოცნებასთან ერთად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ეს სიახლე არ არის. რაც შეეხება ბატონ კობა ნარჩემაშვილს, მან თავისი საქმიანობით დაადასტურა, რომ ის არის აბსოლუტურად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზადაა, იმოქმედოს რაციონალურად, ეფექტურად, მაქსიმალურად აიცილოს თავიდან მოვლენების არასასურველი და კრიტიკული განვითარება და ვფიქრობ, რომ ის იქნება ძალიან კარგი პარლამენტის წევრი და, ამავდროულად, ქუთაისელების ინტერესების დამცველი, მთლიანად საქართველოს ინტერესების დამცველი, როგორც ყველა პარლამენტარი უნდა იყოს.

უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ქართული ოცნების მაჟორიტარ კანდიდატ კობა ნარჩემაშვილზე.

კომენტარები