ცისკარიშვილი: ხელოვნური ბრძოლა დოლართან ჩვენი ეკონომიკისთვის დამაზიანებელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის მოსაზრებით, მთავრობის მხრიდან დედოლარიზაციაზე საუბარი ქვეყნის ეკონომიკისთვის დამაზიანებელია.

"ბოლო დღეებია ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში დედოლარიზაციაზე საუბრობენ. თავისუფალი ბაზრის პრინციპის განუყოფელი პრინციპის დაცვის ნაცვლად, ეს ადამიანები დოლარს და საქართველოში განხორციელებულ იმპორტულ ნაკადებს ებრძვიან, რაც, თავის მხრივ, აზიანებს ჩვენს ქვეყანაში კაპიტალის შემოდინებას, ინვესტიციების შემოსვლასა და, შესაბამისად, სამუშაო ადგილების შექმნას. ხელოვნური ბრძოლა დოლართან, ჩვენი ეკონომიკისთვის დამაზიანებელია.

გარდა ამისა, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში კრედიტები ხელმისაწვდომი არაა, სავალუტო ბაზარზე ხელოვნური ჩარევა და სწორედ ხსენებული დედოლარიზაციის მავნებლური პოლიტიკაა.

აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ როცა ეს ადამიანები მოგვიწოდებენ, დოლარები ლარში გადავიტანოთ, თავად მათ, მაგალითად - კალაძეს, ქუმსიშვილს და გვენეტაძეს, ანაბრები და მიმდინარე ანგარიშები (დეკლარაციების თანახმად) დოლარებში აქვთ", - თქვა ცისკარიშვილმა.

კომენტარები