Pokemon Go

Pokemon Go-ს თამაშისას გვატემალაში 18 წლის ბიჭი მოკლეს

Getty Images

გვატემალაში 18 წლის იერსონ ლოპეს დე ლეონი და მისი 17 წლის ბიძაშვილი დანიელ მოისე პისენი Pokemon Go-ს თამაშობდნენ, როდესაც მათ უცნობმა პირებმა ცეცხლი გუხსნეს. იერსონ ლოპეს დე ლეონი დაიღუპა, დანიელ მოისე პისენი კი მძიმედ დაშავდა.

პოლიცია მომხდარის მიზეზებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს, მაგრამ, მათი თქმით, Pokemon Go-ს აპლიკაციას მოთამაშეები ისეთ უბნებში მიჰყავს, რომლებიც სახიფათოა.

იერსონ ლოპეს დე ლეონი და დანიელ მოისე პისენი რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს.

დაღუპული ბიჭის დედის თქმით, მისი შვილი უკვე დასაძინებლად იწვა, როდესაც ბიძაშვილმა მესიჯი მისწერა, რომელშიც გარეთ გასვლასა და თამაშის გადმოწერას სთხოვდა.

Pokemon Go თამაშია, რომელიც სხვადასხვა ლოკაციიდან პოკემონების შეგროვებას გულისხმობს.

კომენტარები