სომხეთი

ერევანში მომხდარი არეულობის დროს 45 ადამიანი დაშავდა

Ruptly

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ერევანში გუშინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად 45 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 25 სამართალდამცველი.

დაპირისპირება პოლიციის იმ შენობასთან მოხდა, რომელშიც ამ დრომდე, უკვე მეხუთე დღეა, შეიარაღებული ჯგუფია გამაგრებული და 4 მძევალი ჰყავს აყვანილი.

დაპირისპირება შენობასთან შეკრებილ შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულია ათობით ადამიანი.

შეიარაღებული პირებისა და მათი მხარდამჭერების მთავარი მოთხოვნა ოპოზიციის ლიდერის, ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლება და მთავრობის გადადგომაა.

კომენტარები