არჩევნები 2016

ნარჩემაშვილი: საქართველოს განვითარების ისტორიაში ახალი ეპოქა დგება

2016 წლიდან საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ისტორიაში დგება რაღაც ახალი ეპოქა - ვფიქრობ, რომ რაღაც სოციალური სახელმწიფოს განვითარების და ნიშნების გაჩენის - კეთილდღეობის სახელმწიფოში გადასასვლელად. აქედან გამომდინარე, საინტერესო იყო ჩემთვის საჯარო პოლიტიკაში გარკვეული მონაწილეობის მიღება, გარკვეულწილად იმ გამოცდილების, გაკვეთილების გათვალისწინებით ცვლილებებში მონაწილეობის მიღება. შემოთავაზება იყო ქართული ოცნების ხელმძღვანელისგან, პრემიერისგან. მთავარი პრობლემა [ქუთაისისთვის] სოციალური საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ გასულ ოთხწლეულში ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაინც არის დასაქმების საკითხი, სათანადო შემოსავლების საკითხი, ამ შემოსავლების სწორად გადანაწილების საკითხი მოსახლეობაში და ეს იქნება ძირითადი პრობლემა. არის ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, რომლებიც პრინციპში, იმ პროგრამით, რომელსაც წარმოადგენს ქართული ოცნება, ჩემი აზრით, დაძლევადია.

ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი ქუთაისში, კობა ნარჩემაშვილი.

კომენტარები