არჩევნები 2016

ცესკო: დროულად გაიარეთ რეგისტრაცია, რათა არჩევნებში მონაწილეობა შეძლოთ

ცესკო

13 ივლისს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, ამომრჩეველთა ნაწილმა, არჩევნებში მონაწილეობისთვის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მიუთითოს მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

ცვლილება ეხება ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან იქნენ მოხსნილები, ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციაც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა და მათ, ვინც რეგისტრირებულები არიან მისამართის მითითების გარეშე.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მოქალაქეებს მოუწოდებს დროულად გაიარონ რეგისტრაცია, რათა მათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ.

„ისინი ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, კონკრეტული კატეგორიის ამომრჩევლები გათავისუფლებულები იქნებიან მომსახურების გადასახადისგან; აღნიშნულის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოქალაქეები უშუალოდ სააგენტოში მიიღებენ“ - აცხადებს ცესკო-ს პრესსპირეკი ანა მიქელაძე.

მოქალაქეები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2016 წლის 1 აგვისტომდე უნდა გამოცხადდნენ.

კომენტარები