ტერაქტი ნიცაში

ნიცის აეროპორტი ევაკუირებულია

Reuters

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნიცის აეროპორტი ევაკუირებულია და შენობაში ჯარისკაცები არიან შესულები. მათივე ცნობით, ევაკუაციის მიზეზი აეროპორტში დადებული საეჭვო ჩანთა იყო.

ნიცაში 14 ივლისის ტერაქტს ბოლო მონაცემებით, 84 ადამიანი ემსხვერპლა. 18 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

ნიცის სანაპიროზე, სადაც მოქალაქეები ბასტილიის დღეს ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ, სატვირთო მანქანა შეიჭრა. იყო სროლაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მანქანის მძღოლი პოლიციამ მოკლა.

კომენტარები