ტერაქტი ნიცაში

პიონტკოვსკი: ევროპაში სიტუაციის დესტაბილიზაცია პუტინის რუსეთისთვის მომგებიანია

Georgy Avetissov / Facebook

რუსი ისტორიკოსის და პუბლიცისტის ანდრეი პიონტკოვსკიმ გამოცემა "ГОРДОН"-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპაში არსებული არასტაბილური სიტუაცია მოსკოვისთვის მომგებიანია. მისი აზრით, კრემლის დაუფარავი მესიჯია: გაახანგრძლივეთ სანქციები - მიიღეთ ტერაქტები.

"ევროპაში სიტუაციის დესტაბილიზაცია პუტინის რუსეთისთვის მომგებიანია. ეს უდავოა. დააკვირდით, როგორი ცინიზმით აკეთებს მომხდარზე კომენტარს რუსეთი. საფრანგეთში არსებულმა მოსკოვურმა აგენტურამ უკვე მოასწრო განეცხადებინა, რომ საჭიროა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთთან გაერთიანება, ამით ცდილობენ გადაფარონ უკრაინის საკითხი. კრემლის დაუფარავი მესიჯია: გაახანგრძლივეთ სანქციები - მიიღეთ ტერაქტები. რა თქმა უნდა, ფაქტი არ არის, რომ ნიცაში მომხდარი ტერაქტის უკან რუსეთი დგას, თუმცა ეს მათთვის მომგებიანია", - აღნიშნა პიონტკოვსკიმ.

ნიცაში 14 ივლისის ტერაქტს ბოლო მონაცემებით, 84 ადამიანი ემსხვერპლა. 18 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

ნიცის სანაპიროზე, სადაც მოქალაქეები ბასტილიის დღეს ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ, სატვირთო მანქანა შეიჭრა. იყო სროლაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მანქანის მძღოლი პოლიციამ მოკლა.

"ГОРДОН"

კომენტარები