თბილისის ხუთ რაიონს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

beyroutey.com/

დღეს, თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ისნის, ვაკის, საბურთალოს, გლდანის და კრწანისის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის და სოფელი გლდანის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები