ტერაქტი ნიცაში

ობამა: უმკაცრესად ვგმობ ნიცაში მომხდარ საშინელ ტერორისტულ აქტს

ndtv

ნიცაში მომხდარ ტერაქტს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეხმაურება და საფრანგეთს სოლიდარობას უცხადებს.

"ამერიკელი ხალხის სახელით უმკაცრესად ვგმობ ნიცაში მომხდარ საშინელ ტერორისტულ აქტს, რომელმაც დახოცა და დაჭრა ათობით უდანაშაულო მოქალაქე. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს. დაშავებულებს სრულყოფილ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

ჩემს გუნდს დავავალე, საფრანგეთის ოფიციალურ პირებთან კონტაქტზე იყვნენ. საფრანგეთს შევთავაზეთ დახმარება გამოძიებაში. სოლიდარობას ვუცხადებთ საფრანგეთს, ჩვენს ყველაზე ძველ მოკავშირეს", - ნათქვამია ობამას წერილში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანის დაჯახებისა და სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა.

კომენტარები