რუსთავი 2-ის საქმე

ჯანდიერი: უკანონო იქნება, თუ უზენაესი უარს იტყვის R2-ის საქმის განხილვაზე

ქიბარ ხალვაშსა და რუსთავი ორს შორის არსებული დავა არ განეკუთვნება კერძო ხასიათის სამართალწარმოებას, ეს არის დავა, რომელიც მიმართულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ხელისუფლების მიზანი, ჩარეულიყო რუსთავი ორის საქმეში, ნათლად გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში. კანონმდებლობაში მკაფიოდ არის გაწერილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმები, რომლებსაც სრულად აკმაყოფილებს რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივარი. თუ უზენაესი სასამართლო არ მიიღებს საქმეს ამ მკვეთრად გამოხატული საფუძვლების მიუხედავად და უარს იტყვის საქმის განხილვაზე, ეს იქნება ერთმნიშვნელოვნად უკანონო გადაწყვეტილება.

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერის პაატა ბურჭულაძის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში დავით ჯანდიერი რუსთავი ორის საქმეზე.

კომენტარები