ომარ ალ-შიშანის იგივე თარხან ბათირაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით ინფორმაცია კვლავ ვრცელდება. ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული მედია Amaq-ის ცნობით, ომარ ალ-შიშანი ერაყის ქალაქ მოსულის სამხრეთით, შირქათში დაპირისპირებას ემსხვერპლა.
სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.
თარხან ბათირაშვილი სისასტიკით ცნობილი ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ სამხედრო მეთაურად ითვლება. მანამდე ბათირაშვილი ქართული არმიის ჯარისკაცი და აგვისტოს ომის მონაწილე იყო.






