თარხან ბათირაშვილი

სირიაში მებრძოლი თარხან ბათირაშვილი რუსეთს მუქარას უგზავნის

სირიაში მებრძოლი თარხან ბათირაშვილი რუსეთს მუქარას უგზავნის. Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბათირაშვილის მამამ თემურ ბათირაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის შვილს ტელეფონით ესაუბრა და ბათირაშვილმა მას უთხრა, რომ სახლში დაბრუნდება და რუსეთს სამაგიეროს გადაუხდის. ალ შიშანის თქმით, მას უკვე ათასობით მიმდევარი ჰყავს და კიდევ უფრო მეტი დაუდგება მხარში.

ომარ ალ შიშანის სახელით ცნობილი ქართველი თარხან ბათირაშვილი, უკვე მეორე წელია სირიაში იბრძვის. დღეს იგი სისასტიკით ცნობილი ტერორისტული დაჯგუფების, ISIS-ის, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი სამხედრო მეთაურია. მანამდე ბათირაშვილი ქართული არმიის ჯარისკაცი და აგვისტოს ომის მონაწილე იყო. 

კომენტარები