არჩევნები 2016

თარხნიშვილი: ქვეყანაშიც და პარტიაშიც გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს

არავითარი განსხვავება არ არის, ვისი სახელი და გვარი იქნება ამ სიაში. ისევე როგორც, არ იყო არავითარი განსხვავება - ვინ იყო 2012 წლის საპარლამენტო სიაში - სახელით და გვარით. ამ მიმართულებით, როგორც ქვეყანაში, ისე პარტიაში გადაწყვეტილებას ერთადერთი ადამიანი იღებს. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და 2012 წელს ხალხის დიდმა ნაწილმა სწორედ ბიძინა ივანიშვილს მისცა ხმა, ისევე როგორც ახლა, 2016 წლის 8 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს ეტყვის უარს საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს ამომრჩეველი და დამთავრდება არაფორმალური მმართველობა, დამთავრდება სტაგნაცია, დამთავრდება უნიათობა ხელისუფლების და საქართველო კვლავ დაუბრუნდება განვითარების გზას.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან თარხნიშვილი ქართული ოცნების ახალი სახეების შესახებ.

კომენტარები