თურქეთი

ილირდიმი: თურქეთი სირიასა და ერაყთან ურთიერთობას დაალაგებს

AFP

თურქეთის პრემიერის ბინალი ილდირიმის განცხადებით, თურქეთი სირიასა და ერაყთან ურთიერთობის დალაგებას აპირებს.

ილდირიმის თქმით, სამივე ქვეყანა სტაბილური უნდა იყოს იმისთვის, რომ ტერორიზმთან ბრძოლა წარმატებით დასრულდეს. მან აღნიშნა, რომ თურქეთის მიზანია ხმელთაშუა და შავი ზღვის რეგიონების მეზობლებთან ურთიერთობის დალაგება.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ანკარის აზრით, სირიაში ვითარების დასტაბილურება მხოლოდ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წასვლის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. თავის მხრივ, ალ-ასადს ოფიციალური მოსკოვიდან სრული მხარდაჭერა გააჩნია.

კომენტარები