ზაქარეიშვილი: მკაფიოდ გამოკვეთილი აღმასრულებელი ფიგურა ვარ

გუშინ პრემიერთან გვქონდა ძალიან კორექტული საუბარი. ძალიან დიდ პატივს ვცემ მას და ჩვენი ურთიერთობა მაქსიმალურად მეგობრული და ურთერთპატივისცემის რეჟიმში იყო. მკაფიოდ გამოჩნდა პოზიცია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოცნებას ურჩევნია, მინისტრები მკაფიოდ გამოკვეთილი იყვნენ საკუთარ პარტიულობაში. ჩემი თავი პარლამენტის წევრად ვერ წარმომიდგენია. მე ვარ მკაფიოდ გამოკვეთილი აღმასრულებელი ფიგურა. მიყვარს გადაწყვეტილების მიღება და რეალიზაცია.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობის დატოვებაზე.

კომენტარები