საქართველოს პრემიერმინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო რესპუბლიკური პარტია და დავრჩე გიორგი კვირიკაშვილის სამთავრობო გუნდში. ეს ნაბიჯი არ იყო უმტკივნეულო, რადგან წლები მაკავშირებს რესპუბლიკურ პარტიასთან, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მამოძრავებდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. კარგად ვარ ინფორმირებული პრემიერმინისტრისა და მისი გუნდის სამომავლო გეგმებზე, მჯერა ჩემი არჩევანის სისწორისა, რადგან იგი უკავშირდება საქართველოს მდგრად, სტაბილურ განვითარებას, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. ბუნებრივია, ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში "ქართულ ოცნებასთან" ერთად გავაგრძელო საქმიანობა და წვლილი შევიტანო ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.
აგულაშვილი: დიდი პატივია ქართულ ოცნებასთან ერთად საქმიანობის გაგრძელება
tbl.ge/1su0
დაკოპირდა

გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი რესპუბლიკელების დატოვებაზე.