Brexit

დევიდ კამერონის "მუსიკალური დასასრული"

ბრიტანეთის ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერმინისტრის დევიდ კამერონის გუშინდელი გამოსვლის ვიდეოს დასასრული ვარაუდობენ, რომ წლის საუკეთესო "მიკროფონის მომენტად" ჩაითვლება. როგორც ცნობილია, კამერონი Brexit-ზე რეფერენდუმის შემდეგ პოსტის დატოვებას ოქტომბერში გეგმავდა, მანამდე კი ახალი პრემიერი უნდა დასახელებულიყო.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სხვების მიერ კანდიდატურების მოხსნის შემდეგ, მომავალი პრემიერმინისტრი ამჟამინდელი შს მინისტრი ტერეზა მეი იქნება, კამერონმა გუშინ გამოაცხადა, რომ თანამდებობას ხვალ, ოთხშაბათს დატოვებს. სიტყვის დასრულების შემდგომ ის კარისკენ გაემართა და წაიმღერა:

ამის შემდეგ კამერონის ნამღერი ნოტებად დაწერეს და "კამერონის ელეგია" უწოდეს.


ფოტო: BBC

დევიდ კამერონი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო. რეფერენდუმის საპირისპირო შედეგის შემდეგ კი მან პოსტის დატოვება გადაწყვიტა.

რეფერენდუმის ჩატარება კონსერვატიული პარტიის 2015 წლის წინასაარჩევნო კამპანიასთან არის დაკავშირებული. მაშინ დევიდ კამერონი, გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას დაჰპირდა.

კომენტარები