მკვლელობა

ქალისა და შვილების მკვლელობაზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც ქალისა და მისი სამი შვილის ცხედრები იპოვეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, ცხედრები მეზობლებმა გუშინ აღმოაჩინეს. ქალსა და შვილ გოგონებს, სავარაუდოდ, თავის არეში აქვთ ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. უმცროსი ბიჭი კი გაგუდულია.

კომენტარები