მკვლელობა

ახალქალაქში ქალისა და მისი შვილების ცხედრები იპოვეს

ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში ქალისა და მისი სამი შვილის ცხედრები იპოვეს. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, ცხედრები მეზობლებმა გუშინ აღმოაჩინეს. ქალსა და შვილ გოგონებს, სავარაუდოდ, თავის არეში აქვთ ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. უმცროსი ბიჭი კი გაგუდულია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

კომენტარები