დღეს, თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

beyroutey.com/

დღეს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ისნის, სამგორის, საბურთალოს, მთაწმინდის და ნაძალადევის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ჭრელაშვილის, ნავთლუღის და წერნაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის IV მიკრორაიონის და ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, პიკასოს, ჟღენტის, ნუცუბიძის, ამაშუკელის და ძოწენიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 15 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები