პრორუსული განწყობები

თოფაძე: ჩვენ პატრიოტული სულისკვეთების გუნდი ვართ, პრორუსულობას გვაბრალებენ

ჩვენ გვაბრალებენ, რომ პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალა ვართ, ეს არის აბსურდი. ჩვენ ვაცხადებთ ხმამაღლა, რომ რუსეთი აგრესიული მეზობელი გვყავს, ძალიან მძლავრი. მიმაჩნია, რომ რუსების ლანძღვა-გინებით და მუქარით ჩვენ ვერ მივაღწევთ, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა დღეს საქართველოში, ანუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. უფრო დიპლომატიურად, ცოტა მოვეფეროთ შეიძლება - რაც ხდება დიპლომატიაში. ჩვენ არავითარ შემთხვევაში პრორუსული ძალა არ ვართ, ჩვენ პროქართული ძალა ვართ, პატრიოტული სულისკვეთების გუნდი.

ინტერპრესნიუსის ცნობით, მრეწველთა პარტიის ლიდერი გოგი თოფაძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები