არჩილ გეგეშიძე

კვაჭანტირაძე: გეგეშიძის ინტერვიუ ძველია და კერის ვიზიტის დროს გამოიყენეს

მე რამდენადაც მივხვდი და წავიკითხე, შეკითხვა იყო არასწორად დასმული, იმ ფორმით, რომ ძალიან ადვილი მოსალოდნელი იყო ასეთი პასუხის მიღება. ყველაზე ცუდი რაც არის ამაში, არის, რომ ეს დიდი ხნის წინ აღებული ინტერვიუა და დღეს იქნა გამოყენებული. ამას აქვს მნიშვნელობა, რომ დღეს იქნა გამოყენებული, კერის ვიზიტის დროს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და საქართველოსთვის ჩრდილის მიყენების მიზნით. ძალიან კარგად იცით ადრესატები, ვინ გააკეთა ეს და ვის ძალუძს საერთოდ საქართველოში უკვე ათწლეულებია, პროვოკაციების მოწყობა საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის ინტერვიუზე, რომელიც ნეტგაზეთზე 2 ივლისს გამოქვეყნდა.

კომენტარები