სილვიო ბერლუსკონი

ბერლუსკონი: მილანი ჩინურ კონსორციუმს მივყიდე

Reuters

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრის სილვიო ბერლუსკონის თქმით, მან იტალიური საფეხბურთო კლუბი მილანი ჩინურ კონსორციუმს მიყიდა. ბერლუსკონიმ ეს განცხადება, გუშინ ადგილობრივ მედიასთან საავადმყოფოს დატოვებისთანავე გააკეთა. ბერლუსკონის თქმით, ჩინური კონსორციუმი მომდევნო 2 წლის განმავლობაში ვალდებული იქნება, სატრანსფერო ბაზარზე 400 მილიონი ევრო დახარჯოს. მილანის შეძენა კი კომპანიას (ვალების ჩათვლით) დაახლოებით 750 მილიონი ევრო დაუჯდება.

ბერლუსკონი ჩინურ კონსორციუმთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა. იტალიური მედიის ცნობით, მიუხედავად ბერლუსკონის განცხადებისა, მოლაპარაკებები ჯერაც არ დასრულებულა, თუმცა შეთანხმება თითქმის მიღწეულია და მხოლოდ დოკუმენტებზე ხელის მოწერაღა დარჩა.

ჩინური კონსორციუმი, რომლის წევრების ვინაობას ბერლუსკონი ამ დრომდე არ ამხელს, ამ ეტაპზე მილანის აქციების 80 %-ს იყიდის და მომდევნო ორი წლის განმავლობაში მათი დარჩენილი ნაწილის შეძენასაც გეგმავს.

კორუფციაში, მექრთამეობასა და პედოფილიაში არაერთხელ ბრალდებული 79 წლის ბერლუსკონი მილანის მფლობელი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში იყო. მისი პრეზიდენტობის პერიოდში მილანმა 28 ოფიციალური ტიტული მოიგო, რამაც ბერლუსკონი საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან პრეზიდენტად აქცია.

კომენტარები