ევროპის საპარლამენტო ასამბლეა

ვოლსკი: შესაძლოა, EPP-ს და რუსეთს წერეთლის მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები აქვთ

თქვენ იცით, რომ სახალხო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აგრამუნტი ახლახანს იმყოფებოდა მოსკოვში და იქიდან ჩამოვიდა თბილისში. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციასთანაც ჰქონდა შეხვედრა და დააფიქსირა, არა როგორც სახალხო პარტიის ხელმძღვანელმა, არამედ ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, რომ რუსეთის მონაწილეობა ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში უნდა განახლდეს, მას გარკვეული შეზღუდვები უნდა მოეხსნას. იმის წინაპირობა, საფუძვლები, რომ ვთქვათ, რომ სახალხო პარტიასა და რუსეთს შორის ურთიერთობების ან მოლაპარაკებების ერთ-ერთ თემას წარმოადგენს სახალხო პარტიის წარმომადგენლის, გიგი წერეთლის მხარდაჭერა, ნამდვილად არსებობს. ასე რომ, ეს განცხადებაც საკმაოდ ხმამაღალი იყო, შეიძლება საზოგადოებაში ვინმესთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ არ იყო მოულოდნელი ჩვენთვის იქიდან გამომდინარე, რომ ვფიქრობ, 2006-შიც, 2007-შიც და 2008 წლის ომის წინა პერიოდშიც რუსეთსა და საქართველოს, არ ვიცი წარმატებული თუ წარუმატებელი, მაგრამ გარკვეული შეთანხმება, პოზიცია და დაახლოების ფორმატები ჰქონდათ.

ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი გია ვოლსკი.

კომენტარები