ბაღდადში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 125-მდე გაიზარდა

Getty Images

BBC-ს ინფორმაციით, ბაღდადში გუშინ მომხდარი 2 აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 125-მდე გაიზარდა, 150-მდე ადამიანი კი დაშავებულია.

გუშინ გვიან ღამით, ბაღდადის ცენტრალურ რაიონ კარადაში ბაზართან ახლოს მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ამოქმედდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო და განაცხადა, რომ თვითმკვლელი ტერორისტის, სამიზნე შიიტები იყვნენ.

პირველი აფეთქებიდან ცოტა ხნის შემდეგ კი, მეორე აფეთქება ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა, რომლის დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. მეორე აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

კომენტარები