იტალიური მაფია

იტალიური მაფიის ერთ-ერთი ლიდერი 20-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს

newz.it

იტალიის ერთ-ერთი მთავარი ძებნილი, იტალიური მაფიოზური კლანის ნდრანგეტას ლიდერი, 46 წლის ერნესტო ფაძალარი კალაბრიის სამხრეთ რეგიონში, 20-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. ფაძალარის, რომელსაც მკვლელობის გამო ეძებდნენ, სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

იტალიელი სამართალდამცველები ნდრანგეტას ქვეყანაში მეორე ყველაზე ძლიერ მაფიოზურ კლანად იხსენიებენ. მათი თქმით, ეს კლანი ევროპაში კოკაინის ვაჭრობით არის ცნობილი. მათ ლიდერ ფაძალარის კი 1996 წლიდან ეძებდნენ, მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და მაფიასთან კავშირის გამო.

იტალიის პრემიერმა მატეო რენციმ სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფაძალარი და ნდრანგეტა იტალიურ მაფიაში გავლენითა და სიძლიერით მხოლოდ კოზა ნოსტრას და მის ლიდერ მატეო მესინა დენაროს ჩამორჩებიან. დენაროს, იტალიისა და მსოფლიოს მასშტაბით, უკვე 23 წელია, ეძებენ.

კომენტარები