რეფერენდუმი

წინასწარი შედეგებით, 52% დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას უჭერს მხარს

CNBC

BBC-ს ინფორმაციით, წინასწარი შედეგებით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52%-მა ისტორიულ რეფერენდუმში მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას. ამ დროისთვის, კიდევ დასათვლელია 13 სარეფერენდუმო ოლქის შედეგები. წინასწარმა შედეგებმა დოლართან მიმართებით გირვანქა სტერლინგის 10%-ით გაუფასურება უკვე გამოიწვია.

ლონდონსა და შოტლანდიაში ევროკავშირში დარჩენას უჭერენ მხარს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩრდილოეთში ამომრჩევლის დაბალი აქტივობაა, ჯერჯერობით, მთლიანი შედეგი ევროკავშირის საწინააღმდეგოდ იცვლება. უელსისა და ინგლისის საგრაფოების მოსახლეობა დიდი ბრიტანეთის გამოყოფას უჭერენ მხარს. 

როგორც აღმოჩნდა, რეფერენდუმზე უფრო მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, ვიდრე გასულ წელს საყოველთაო არჩევნებზე.

დიდი ბრიტანეთი 43 წელია, რაც ევროკავშირის წევრია.

რეფერენდუმის ჩატარება კონსერვატიული პარტიის 2015 წლის წინასაარჩევნო კამპანიასთან არის დაკავშირებული. დევიდ კამერონი გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას დაპირდა.

აღსანიშნავია, რომ ერთ ღამეში, ფუნტმა დოლართან მიმართებით, 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

კომენტარები