რეფერენდუმი

აზერბაიჯანის მოსახლეობამ საპრეზიდენტო ვადის გაზრდას მხარი დაუჭირა

en.trend.az

26 სექტემბერს აზერბაიჯანში რეფერენდუმი მოეწყო. მისი მთავარი შეკითხვა საპრეზიდენტო მანდატის 5-დან 7 წლამდე გაზრდას ეხებოდა. რეფერენდუმის შედეგების თანახმად, პრეზიდენტის ვადის გახანგრძლივებას მხარი ამომრჩეველთა 91.2 პროცენტმა დაუჭირა.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს შედეგი ხელს აძლევს ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომელიც ამ პოსტს 2003 წლიდან იკავებს.

ევროპის საბჭოს შეფასებით კი, რეფერენდუმის შედეგები ქვეყნის დემოკრატიულობის განვითარების ხელს უშლის.

შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ალიევის ინიციატივით ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა პირს 2-ის ნაცვლად 3-ჯერ შეეძლო.

კომენტარები