საატესტატო გამოცდები

ენმ: საატესტატო გამოცდების შედეგები ჩაჭრილთა რაოდენობის გამო არ საჯაროვდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის მარიამ რამინაშვილის განცხადებით, განათლების სამინისტრო მიმდინარე წლის საატესტატო გამოცდების შედეგების სტატისტიკას არ ასაჯაროებს, რადგან ჩაჭრილთა რაოდენობა დიდია.

„უკვე დასრულდა საატესტატო გამოცდები, მაგრამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ აცხადებს იმ სტატისტიკას, თუ როგორ დასრულდა გამოსაშვები გამოცდები. უპრეცედენტოდ მაღალია ჩაჭრილთა როდენობა, რაც სამინისტროს მიერ უკონტროლოდ მიტოვებულმა სკოლებმა, დაუგეგმავმა საგაკვეთილო სისტემამ და ქაოტურმა მდგომარეობამ შექმნა",- აღნიშნა რამინაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, რომ უმოკლეს პერიოდში გამოაცხადოს შედეგები და ახსნას მიზეზები, ასევე დასახოს პრევენციული ღონისძიებები.

ტაბულა დაუკავშირდა განათლების სამინისტროს და საატესტატო გამოცდების შედეგების შესახებ სტატისტიკა სთხოვა. სამინისტროში განმარტეს, რომ ამ ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა საჭირო.

კომენტარები