ჩვენ პირველივე დღიდან ვაცხადებდით, რომ ამ ფაქტთან [ვანო მერაბიშვილის განცხადება მისი საკნიდან გაყვანის შესახებ] დაკავშირებით გამოძიება უნდა დაწყებულიყო. ამაზე არაერთი განცხადება გავაკეთეთ, სახალხო დამცველის ანგარიშებში იყო შესული ასევე ეს საკითხი და მეორდებოდა თითქმის ორი წლის განმავლობაში. მისასალმებელია, თუკი როგორც იქნა, საბოლოო ჯამში, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ეს პროცესი დაიწყო. გამოძიება დაწყებულია ფაქტთან დაკავშირებით, ყველა ის პირი უნდა დაიკითხოს, რა თქმა უნდა, ვისაც რაღაც შეხება ამ ინციდენტთან ჰქონდა.
tbl.ge/1rxp
დაკოპირდა
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ.
ამავე თემაზე
- ვინ არის ხელისუფლების დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი მერაბიშვილის საქმეში
- ხვიჩია: რადგან ვიღაცას არ მოსწონს, მერაბიშვილს რატომ უნდა ავუკრძალოთ შეხვედრაზე მოსვლა?
- შავგულიძე: არ ვიქნებით კოალიციაში, საარჩევნო ბლოკში, რომლის წევრიც იქნება მერაბიშვილი
- თალაკვაძე: არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ თქვან, დამხობა რასელის ცნობილი ნახატიაო
- მერაბიშვილი: იმდენი საქმეა, მერწმუნეთ, ჩემთვის გასაკეთებელი საქმე ყოველთვის მოიძებნება