არჩევნები 2016

თავდემები: ხელისუფლება პროვოკაციებს გვიწყობს და ცდილობს, ხელი შეგვიშალოს

თავისუფალი დემოკრატების განცხადებით, ხელისუფლება "პროვოკაციის გზით" მუდმივად ცდილობს, ხელი შეუშალოს მათ მუშაობას. მათი შეგფასებით, ოპონენტების წინააღმდეგ "უკადრისი მეთოდებით ბრძოლა" აზიანებს საარჩევნო პროცესს.

"უახლოეს დღეებში სამეგრელოს რეგიონში პარტია თავისუფალი დემოკრატები წარადგენს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. შესაბამისად, ყველა რაიონში მიმდინარეობს საარჩევნო შტაბების ჩამოყალიბება და პარტიული ორგანიზაციების ახალი წევრებით შევსების პროცესი. ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის გზით მუდმივად არის მცდელობა ხელი შეეშალოს თავისუფალი დემოკრატების მუშაობას. თავისუფალი დემოკრატები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იყოს საკუთარი განცხადებების ერთგული, ვგულისხმობთ თავისუფალი არჩევნების დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში ჩატარების ქცევის კოდექსის შესახებ მოწოდებას პრემიერის მხრიდან. მთავრობის ხელმძღვანელის ამ მოწოდების ფონზე ოპონენტების წინააღმდეგ უკადრისი მეთოდებით ბრძოლა სულ მცირე არაეთიკურია და აზიანებს საარჩევნო პროცესს" - ნათქვამია თავისუფალი დემოკრატების განცხადებაში.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკურ ძალებს, საარჩევნო სუბიექტებს, სახელმწიფო უწყებებსა და პოლიციას საგანგებო განცხადებებით გუშინ მიმართა. კვირიკაშვილის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში პრიორიტეტულია პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსის მიღება. 

კომენტარები