ევროპის სახალხო პარტიის განცხადება

EPP ხელისუფლებას არჩევნებამდე პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

maszol.ro

ევროპის სახალხო პარტია საქართველოს ხელისუფლებას შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტპატიმრების, მათ შორის მერაბიშვილის გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ განცხადებას ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დაული საკუთარი ტვიტერის საშუალებით ავრცელებს. 

დაულის შეფასებით, მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივება ადამიანის უფლებების ევროპული კომისიის მეორე მუხლის დარღვევა იყო. 

" პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა არსებობდეს." - ნათქვამია ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც დაულმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე განათავსა.


ფოტო: twitter.com

კომენტარები