CAMCA

დონალდ რამსფელდი: ინვესტორები უნდა გრძნობდნენ, რომ ქვეყანას ისინი სჭირდება

საქართველომ შეძლო და შექმნა გარემო, რომელიც არის ხელსაყრელი ინვესტორებისთვის. ქვეყანაში არის დემოკრატია და თავისუფალი მედია. თუკი მე ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში ვიფიქრებ იმაზე, სად ჩავდო ჩემი ინვესტიცია, პირველად ვიკითხავ იმას, თუ რამდენად კარგი გარემოა ამა თუ იმ ქვეყანაში. საქართველოში ამ მხრივ ნამდვილად არის დიდი პოტენციალი. თქვენ იცით, რა არის მნიშვნელოვანი ინვესტორისთვის, ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი არის ანტიკორუფციული პროგრამა. ინვესტორები უნდა გრძნობდნენ იმასაც, რომ ქვეყანას ისინი სჭირდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველომ ამ მხრივ იდეალური გარემო შექმნა

ამერიკის ყოფილი თავდაცვის მდივანი დონალდ რამსფელდი საქართველოშია, ის თბილისში, Rooms Hotel-ში კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის (CAMCA) რეგიონულ ფორუმს დაესწრო. ორდღიანი ფორუმი დონალდ რამსფელდის ფონდის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია–კავკასიის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით იმართება

კომენტარები