რუსეთი

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ Durex-ის ფირმის პრეზერვატივები აკრძალა

Linda Nylind / Guardian

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ Durex-ის ფირმის პრეზერვატივები აკრძალა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ბრიტანულ კომპანიას არ გაუვლია რეგისტრაციის სათანადო პროცედურები.

ცნობისთვის, 2015 წელს კრემლში გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ პრეზერვატივების მეშვეობით ვრცელდებოდა HIV ვირუსი (შიდსი). ამის გამო ყველა იმპორტირებული პრეზერვატივი აიკრძალა.

„პრეზერვატივის აკრძალვა ადამიანს გახდის უფრო დისციპლინირებულს, მკაცრსა და შორსმჭვრეტელს პარტნიორის არჩევისას და, სავარაუდოდ, ჩვენს საზოგადოებას მოუგვარებს დემოგრაფიულ პრობლემას" - თქვა რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ.

შიდსთან ბრძოლის ფედერალური ცენტრის ხელმძღვანელმა ვადიმ პოკროვსკიმ კი თქვა, რომ HIV ინფექციის გავრცელებასა და იმპორტირებულ პრეზერვატივებს შორის არაა კავშირი. მისი თქმით, პრეზერვატივები ზედმეტად ძვირია სტუდენტებისა და დაბალი შემოსავლის მქონე რუსებისთვის.

„თუ სტუდენტმა უნდა აირჩიოს რომელი იყიდოს - პრეზერვატივი თუ ლუდი, ის სავარაუდოდ იყიდის ლუდს, რადგან უფრო იაფია" - თქვა პორკოვსკიმ.

კომენტარები