ინციდენტი ფლორიდაში

ფლორიდაში, დისნეის საკურორტო ზონაში 2 წლის ბიჭი ალიგატორმა ჩაითრია

EPA

ფლორიდის პოლიცია 2 წლის ბიჭს ეძებს, რომელიც დისნეის საკურორტო ზონაში ალიგატორმა ჩაითრია. ბავშვი ბოლო მომენტში მშობელმა დაინახა, რა დროსაც წყალში გადახტა და ცხოველის ყბიდან შვილის დახსნა სცადა, თუმცა, ვერ შეძლო.

ნებრასკელი ოჯახი ფლორიდაში დასასვენებლად იმყოფებოდა.

დისნეის სპიკერის განცხადებით, კომპანია მომხდარით შეძრწუნებულია.

კომენტარები