ვაკის რაიონის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

ვაკის რაიონის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.

თელასის ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ნინო ჟვანიას, რამაზ შენგელიას და შატბერაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები