მერაბიშვილის საქმე

ნოდია: აბსურდია თქვა, რომ ჩვენი სასარგებლო გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვასაჩივრებთ

მთავარი შეკითხვა იმაზე, ივანიშვილის ჭკუა როგორ მუშაობს: თვითონ არის დებილი, თუ ხალხი ჰგონია დებილი? 

მაინც არ მგონია, ივანიშვილი იმდენად სულელი იყოს, რომ ორჯერ ორი არ ესმოდეს. შიძლება შეგნებული პიარ-მეთოდია: შავზე თქვა თეთრიაო ისეთი გულუბრყვილო რწმენით, რომ ხალხი დაიბნეს და პასუხი ვეღარ შეძლოს. ლოგიკური არგუმენტებით კამათს თუ ხარ მიჩვეული, როგორ უნდა ედავო ადამიანს, რომელიც პირდაპირ გეუბნება, რომ ორჯერ ორი ხუთია?

უფრო ქურდული გარჩევების პრაქტიკიდან უნდა იყოს ეს ხერხი: აი, ვამბობ, რომ თეთრი შავია, და ვინმემ გამიბედოს და შემეკამათოს. ეს არის ხერხი, რომელსაც იყენებს არა მხოლოდ ბიძინა, არამედ მთელი გუნდია ვალდებული, გამოიყენოს.

მაგალითად, კაცი რომ დააბრეხვებს (იხ. მაისის ეპისტოლე): ჩვენი დემოკრატიის მიღწევაა, რომ ვერავინ იტყვის, თითქოს მთავრობას თავისი ტელევიზია ჰყავდეს - და ამ წერილს ავრცელებდე იმ ტელევიზიის მეშვეობით, რომელიც პირადად შენ გეკუთვნის (ვიცით, რომ შვილზეა გაფორმებული). მართლა ვერ ამჩნევს თავისი ნათქვამის აბსურდულობას? თუ რქებით გაწვება: ასეა საჭირო თქმა და ასე ვამბობო?

იგივეა ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების თემა: მთავრობამ წააგო, მაგრამ არ წაუგია. ჩვენი სასარგებლო გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვასაჩივრებთ. გვწამს, რადგან აბსურდია.

კიდევ შესაკითხი დარჩა მხოლოდ: რამდენ ადამიანს სწამს ბიძინასი, რადგან აბსურდია? ან სხვანაირად: სწამს აბსურდისა, რადგან საჭიროა?

წერს პოლიტოლოგი გია ნოდია საკუთარ Facebook-ზე

კომენტარები